Friday, April 13, 2018

პოლარული ექსპრესი

„ისინი ჯერ ნაწილაკები და უჯრედები არიან, შემდეგ კი სიზმრების ნახვას იწყებენ“ – sense8
ყოველთვის მოძრაობენ, ლაპარაკობენ, კითხვებს სვამენ, აკონტროლებენ კლასს, რომ გაკვეთილის პროცესში ყველა იყოს ჩართული. გარკვეულ პროგრესსაც აღწევენ და უკვე ჩანს, რომ თითქოს გამორჩეული მასწავლებელი უნდა გახდნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კარგად გრძნობს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც მათ უნდათ. მათი მუშაობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ისინი კოლეჯის კურსდამთვრებულებს ჰგვანან , ან შეიძლება იყვნენ კიდეც  ის ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ გამოიყენონ კოლეჯის ყველაზე გამორჩეული გაკვეთილები და აიღონ ვალდებულებები , ასწავლონ ყველაზე ღარიბი ქალაქების ან მაღალმთიანი დასახლებების სოფლის სკოლებში. მათი უმეტესობისთვის ეს საოცნებო საქმეა; რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან ნამდვილი სამუშაოსთვის; ეს საქმე კი თავგადასავალს ჰგავს.

თუმცა, მათი ეს მცდელობა ჰგავს „მცდელობას, ისწავლონ „ენტერპრაიზის“ პილოტირება. არც ერთმა მათგანმა არ იცის, რომელ გალაქტიკაშია. მათ სჭირდებათ დახმარება“. მათ სჭირდებათ ისეთი კოლეგა მასწავლებელი, რომელსაც აქვს ის ყველაფერი, რაც მათ აკლიათ: შემოქმედებით უნარი, ქარიზმა; მასწავლებელი, რომელმაც იცის დროის განაწილება და მოსწავლეებისთვის თავგანწირვაც. მასწავლებელი, როგორც ერთგვარი ქარიშხალი, რომელიც მოსწავლეებს ისე მართავს, როგორც ორკესტრს; მასწავლებელი, რომლის კლასი არ არის პატიმართა ბანაკი, რომელსაც მართავს კაციჭამია, მასწავლებლის ლიცენზიით. თუმცა, ახალბედა მასწავლებლებმა ისიც იციან, რომ საკმარისია არ არის ამ პროგრამის მექნიკურად გადაღება, რადგან ამით კარგ შედეგს ვერ მიიღებენ. მათ საკუთარი პიროვნებაც უნდა ჩართონ გაკვეთილებში, რადგან „მასწავლებელი, რომლიც გაკვეთილისგან სიამოვნებას არ იღებს, ყველაფერს გააფუჭებს“.


ამ მასწავლებლებისთვის ბრძოლის ბედი წყდება იქ, როცა უწევთ შეჯახება დევიზთან : „ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა“. ახალბედა, ამბიციური მასწავლებელი თვლის, რომ სწორი გზავნილია: „ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს“, რადგან სიტყვა შეუძლია პასიურია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს შესაძლებლობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდი განსხვავებაა შესაძლებლობასა და მიღწევას შორის. ისინი არ აღიარებენ  შესაძლებლობებს, რადგან მათთვის შესაძლებლობა არის უკვე ვერმიღწევა დასახული მიზნისა. მთავარია მხოლოდ მიღწევა. ასეთ შემთხევვაში მოსწავლეებს რჩებათ მხოლოდ ორი გზა, - ან სკოლა შეიცვალონ, ან საკუთარი დამოკიდებულება. მასწავლებლები  კი არ იცვლებიან _ ისინი არ გადაუხვევენ არებულ კურსს.

ეს მასწავლებლები თავდაპირველად არიან სუსტები , რადგან ძალიან ძნელია მკაცრად მოექცე ბავშვებს, რომლებიც, ზოგიერთების გამოკლებით, ძალიან საყვარლები არიან . მაგრამ ძალიან მალე ისინი ხედავენ, რა მოუვიდათ იმ კლასებს, სადაც მასწავლებლებმა სისუსტე გამოიჩინეს. ამის შემდეგ, სწორედ სიმკაცრეა მათი რეპუტაციის ნაწილი, რაც ხანდახან სხვა პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც ათქმევინებს, რომ ისინი უხეშები არიან.

მაგრამ ამ მასწავლებლებს შეუძლიათ გადავიდნენ მესამე ეტაპზეც, , როცა ისინი მოუკლებენ ყვირილს-უხეშ, მაგრამ ხანდახან ეფექტურ ტაქტიკას, - და გადაერთვებიან უფრო მშვიდ და ინტენსიურ საუბრებზე. აქ ისინი ორ ნაწილად იყოფიან : ერთი ნაწილი ეგუება მოსწავლეთა სისუსტეებს ; დანარჩენი მასწავლებლები კი თავიანთ თავს ეუბნებიან, რომ ბავშვებს აქვთ არჩევანი_ მათ უნდა უნდა შეძლონ სწავლა იმიტომ, რომ მათ ეს მოსწონთ და უნდათ სწავლა მაშინაც კი, როცა მათ არ მოსწონთ . მათი ურთიერთობა მოსწავლეებთან ჰგავს ერთგვარ გარიგებას, როცა ორივე მხარე ვალდებულია , შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები . მაგალითად, „ მე შენ დაგეხმარე. შენ რის გაკეთებას აპირებ ჩემთვის“? ცოტა ხანში კი აღმოაჩენენ, რომ სრულყოფილების სრულიად მისტიურ სფეროში აღმოჩნდნენ _ თავიანთი თამაშის მწვერვალზე.

შედეგი ძალზე ჩვეულია - ან მარცხდები მრავალი წარუმატებლობისგან მოღვაწეობის დასაწყისშივე; ან ხარ იმდენად მტკიცე და შეუდრეკელი, რომ აღწევ შედეგს. რადგან გჯერა, რომ ყველა ბავშვი აუცილებლად ისწავლის, თუ მას არ მოაკლდება გამხნევება და დრო, რომელსაც ისინი იმსახურებენ.


No comments:

Post a Comment